როგორ დაიწყო თბილისელმა ქიმიკოსმა ჩირის ბიზნესი

გურული ქალბატონი, რომელმაც თბილისური კარიერა სოფელში ცხოვრებაზე გაცვალა.

“ში­ნის” გუ­რუ­ლი მას­პინ­ძე­ლი, და­რე­ჯან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი ის ახალ­გაზ­რ­და ქალ­ბა­ტო­ნია, რო­მელ­მაც თბი­ლი­სურ კა­რი­ე­რა­ზე თა­ვი­სი ნე­ბით თქვა უარი და მშობ­ლი­ურ გურიას - არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ხი­დის­თავს და­უბ­რუნ­და. და­კას (ა­სე ეძა­ხი­ან და­რე­ჯანს ში­ნა­უ­რუ­ლად) სახ­ლ­ში ყვე­ლა­ფე­რი მი­სე­ბუ­რია, მი­სი დი­ზა­ი­ნით და დახ­ვე­წი­ლი გე­მოვ­ნე­ბით მოწყო­ბი­ლი. შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნის ხედ­ვა სახ­ლის თი­თო­ე­ულ კუთხე-კუნ­ჭულ­ში იგ­რ­ძ­ნო­ბა. ლა­მა­ზად მოვ­ლი­ლი ეზოც თვალ­ში მოგ­ხ­ვ­დე­ბათ. ახ­ლა სწო­რედ აქ მას­პინ­ძ­ლობს ნაც­ნობ-მე­გობ­რებს - კე­ცებ­ზე გა­მომ­ცხ­ვა­რი უგემ­რი­ე­ლე­სი ხა­ჭა­პუ­რე­ბით, სახ­ლ­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი ღვი­ნო-არ­ყით და რაც მთა­ვა­რია, თა­ვი­სი ახა­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გით - ახ­ლე­ბუ­რი და მი­სე­ბუ­რი მე­თო­დით და­ჩი­რე­ბუ­ლი ნა­ტუ­რა­ლუ­რი, სუფ­თა, სან­დო ჩი­რით. მი­სი საქ­მი­ა­ნო­ბა “ა­წარ­მოე სა­ქარ­თ­ვე­ლოს“ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­შია წა­მოწყე­ბუ­ლი და მის­მა ჩი­რებ­მა უკ­ვე სა­ხე­ლიც გა­ით­ქ­ვა, ბა­ზარ­ზეც შეძ­ლო თა­ვის დამ­კ­ვიდ­რე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი კი ასე და­იწყო...

- მე ჩო­ხა­ტა­უ­რი­დან ვარ, ხი­დის­თავ­ში ჩე­მი მე­უღ­ლე ცხოვ­რობს. ინ­ს­ტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ რა­ი­ონ­ში წა­მო­ვე­დი და ჩე­მი პრო­ფე­სი­ით, ქი­მი­კო­სად და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა. 90-იანი წლებ­ში ყვე­ლა­ნა­ი­რი წარ­მო­ე­ბა გა­ჩერ­და, ჩე­მი სამ­სა­ხუ­რიც და­ი­ხუ­რა. ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა გა­ზე­თის გა­კე­თე­ბა წა­მო­იწყეს, უფ­რო სწო­რად, გა­აგ­რ­ძე­ლეს. ჩო­ხა­ტა­ურ­ში სა­რე­დაქ­ციო ოაზი­სი შე­იკ­რა. რე­დაქ­ცი­ა­ში გვქონ­და კომ­პი­უ­ტე­რი, რაც მა­შინ ძა­ლი­ან დიდ იშ­ვი­ა­თო­ბას წარ­მო­ად­გენ­და. გე­ნე­რა­ტო­რის წყა­ლო­ბით დე­ნიც მუდ­მი­ვად მოგ­ვე­წო­დე­ბო­და. მე ვა­კა­ბა­დო­ნებ­დი. რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ თბი­ლის­ში წა­მო­ვე­დი, აქ ჯერ დიდ მედიაჰოლდინგში ვმუშაობდი, მერე ახალ პრო­ფე­სი­ას და­ვე­უფ­ლე, ბუ­ღალ­ტ­რო­ბა ვის­წავ­ლე. დღემ­დე რამ­დე­ნი­მე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ვმუ­შა­ობ ფი­ნან­სურ მე­ნე­ჯე­რად, სა­ბუ­ღალ­ტ­რო აღ­რიცხ­ვას ახ­ლა დის­ტან­ცი­უ­რად ვა­ხერ­ხებ. სა­დაც ინ­ტერ­ნე­ტი მაქვს, ყველ­გან სამ­სა­ხურ­ში ვარ.

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ თბი­ლის­ში ვმუ­შა­ობ­დი და საკ­მა­ოდ კარ­გი შე­მო­სა­ვა­ლიც მქონ­და, სახ­ლ­ში დაბ­რუ­ნე­ბის ნოს­ტალ­გია დი­დი იყო. თბი­ლის­ში შინ ყოფ­ნის გან­ც­და არ მქონ­და, სახ­ლ­ში მხო­ლოდ აქ ვგრძნობ თავს. მით უმე­ტეს, ეს გა­რე­მო მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ შევ­ქ­მე­ნით ჩვე­ნი გე­მოვ­ნე­ბით, ნელ-ნე­ლა, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და ახ­ლა ის ჩვე­ნია, ჩვენს სამ­ყა­როს მო­ი­ცავს, რო­მე­ლიც ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლიც გახ­და.

- და აქ­ვე და­იწყეთ საქ­მი­ა­ნო­ბა, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და...

- სულ მინ­დო­და, რა­ღაც ისე­თი საქ­მე წა­მო­მეწყო, რო­მე­ლიც შინ და­მაბ­რუ­ნებ­და. ბევ­რი ფიქ­რის შემ­დეგ, ასეთ საქ­მედ ჩი­რის წარ­მო­ე­ბა მი­ვიჩ­ნიე. სო­ფელ­ში უამ­რა­ვი ხი­ლი ლპე­ბა, იყ­რე­ბა, არა­ვინ იბა­რებს. თა­ნაც გუ­რი­ა­ში ხილს არ ვწამ­ლავთ, ანუ დი­დი რე­სურ­სია ჩი­რის წარ­მო­ე­ბის­თ­ვის. და­ვიწყე ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბა ამ თე­მა­ზე, წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რო­გო­რი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ჩე­მი ში­ნა­უ­რი სა­ამ­ქ­რო და პრო­დუქ­ცია. ბიზ­ნეს­გეგ­მაც დავ­წე­რე. შემ­დეგ მთავ­რო­ბამ და­იწყო პრო­ექ­ტი „აწარ­მოე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში“, რო­მელ­მაც მომ­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, ჩე­მი ოც­ნე­ბა რე­ა­ლო­ბად მექ­ცია. იმ­დე­ნად ბევ­რი ნა­მუ­შე­ვა­რი მქონ­და ამ თე­მა­ზე, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ და­ფი­ნან­ს­დე­ბო­და და მარ­თ­ლაც ასე მოხ­და. და­ფი­ნან­სე­ბა 2015 წლის ნო­ემ­ბერ­ში მი­ვი­ღე და წარ­მო­უდ­გე­ნელ ვა­და­ში, 1 თვე­ში - სა­ა­ხალ­წ­ლოდ ჩე­მი პრო­დუქ­ცია უკ­ვე გა­ყიდ­ვა­ში იყო. ეს ჩე­მი, ჩე­მი ოჯა­ხის წევ­რე­ბის და უამ­რა­ვი მე­გობ­რის თა­ნად­გო­მის შე­დე­გია. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მაქვს ჩე­მი საქ­მე და გვერ­დით მყავს ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თაც უხა­რი­ათ ჩე­მი საქ­მი­ა­ნო­ბა და უხა­რიათ ის, რომ სოფ­ლად ერ­თი კარ­გი წა­მოწყე­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ნი არი­ან. მხოლოდ ისინი კი არა, სრულიად უცხო ადამიანები

მეხმარებიან, მაკვალიანებენ.

- ქა­ლა­ქუ­რი ცხოვ­რე­ბის მი­ტო­ვე­ბა და სო­ფელ­ში დამ­კ­ვიდ­რე­ბა, არც ისე მარ­ტი­ვია, თუნ­დაც ყო­ფი­თი პრობ­ლე­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. არ გა­გი­ჭირ­დათ?

- მარ­თა­ლი გითხ­რათ, სო­ფელ­ში ცხოვ­რე­ბა არ მი­ჭირს, მე აქა­უ­რი ვარ და აქ რომ ვარ, სახ­ლ­ში ვარ. სახ­ლ­ში ყვე­ლა პი­რო­ბაა კომ­ფორ­ტუ­ლად ცხოვ­რე­ბის­თ­ვის. მთე­ლი დღე ვშრომობ. ვდგე­ბი დი­ლის 7 სა­ათ­ზე, მაქვს გა­წე­რი­ლი გან­რი­გი - ბოს­ტ­ნის და­ბარ­ვა-და­მუ­შა­ვე­ბა: იქ პა­მი­დო­რი უნ­და დავ­რ­გო, აქ კიტ­რი დავ­თე­სო, იქით მწვა­ნი­ლე­ბის კვლე­ბია და ასე. მე­ზობ­ლის ქა­ლე­ბი იცი­ნი­ან, ამას ჩვენ­ზე უკე­თე­სი ბოს­ტა­ნი აქვს, ნა­ხე, რო­გორ და­ხა­ზაო. წინ რომ პა­ტა­რა ყვა­ვილ­ნა­რია, ისიც ჩე­მი ხე­ლით ახ­ლა­ხან მო­ვაწყ­ვე. იქით ვარ­დე­ბია და ასე შემ­დეგ. მაგ­რამ მარ­ტო ერ­თი საქ­მე რომ აკე­თო, არ გა­მო­ვა - ბოს­ტანს ან ყვა­ვილ­ნარს ბა­ლა­ხი წა­ი­ღებს. ამი­ტომ, ისე უნ­და გა­ა­ნა­წი­ლო დრო, რომ კარ­გი შე­დე­გი გქონ­დეს. თან ყვე­ლა­ფე­რი ისე უნ­და იყოს, რო­გორც მე მინ­და. ძა­ლი­ან შრო­მა­ტე­ვა­დია სოფ­ლის საქ­მე.

ირ­გ­ვ­ლივ ბევ­რი და­კე­ტი­ლი სახ­ლია... მე ჩა­მო­ვე­დი და აქ საქ­მი­ა­ნო­ბა და­ვიწყე, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე მე­ზო­ბელს და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლი და ალ­ბათ, აქ ცხოვ­რე­ბის ცო­ტა მე­ტი ინ­ტე­რე­სი და სტი­მუ­ლიც გა­უ­ჩი­ნა. ჩე­მი მე­ზო­ბე­ლი მა­მუ­კაც ხში­რად ჩა­მო­დის ბა­თუ­მი­დან, მან ჩხა­ვე­რის ჯი­შის ვა­ზი გა­ა­შე­ნა. იმე­დი მაქვს, სხვე­ბიც ნელ-ნე­ლა მო­ი­ხე­და­ვენ აქეთ, სო­ფე­ლი ბევ­რად პრეს­ტი­ჟუ­ლი გახ­დება და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა მიხ­ვ­დე­ბა, რომ აქ ცხოვ­რე­ბა კარ­გია, და გა­უქ­რე­ბათ წარ­მოდ­გე­ნა, თით­ქოს სო­ფე­ლი გა­ჭირ­ვე­ბი­სა და უიმე­დო­ბის ად­გი­ლია.

იხილეთ გაგრძელება