ქართული რესტორანი ავსტრიის ერთ-ერთ საუკეთესო რესტორნად დასახელდა

გამოცემა A-Listen-ის ვერსიით, ვენაში მდებარე ქართული რესტორანი "არაგვი" ავსტრიის ერთ-ერთ საუკეთესო რესტორნად დასახელდა.

"არაგვი" ვენაში ქართველმა ემიგრანტებმა 7 თვის წინ გახსნეს. რესტორნის მფლობელი აფხაზეთიდან დევნილი ნანა ანჩაბაძეა.

ქართული რესტორანი ვენის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. რესტორანი ავსტრიელებისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ემიგრირებულთა ერთ-ერთი საყვარელი ადგილია.

სტუმრებს რესტორანი ტრადიციულ ქართულ კერძებს სთავაზობს, მათ შორის - ხინკალს, ხაჭაპურს, ლობიოს და საქართველოში დაწურულ ღვინოს.

გამოცემა A-Listen-მა "არაგვს" ხარისხის საკუთარი ნიშანი მიანიჭა - სპეციალური სტიკერი, რომელიც რესტორნის საიტზე განთავსდება. მსგავსი სტიკერი ავსტრიაში მომსახურების მაღალ დონეზე მიუთითებს.