საშენ მეურნეობაში ნამყენი ფისტის პლანტაციები გაშენდება

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ირანელ ინვესტორებთან ერთად, ეროვნულ საშენ მეურნეობაში იმყოფებოდა,

სადაც წითელი ნუსხის იშვიათი სახეობის ხე-მცენარეები, გარეულ ფრინველთა ონიტოფერმა დაათვალიერეს და მათ შესახებ ინფორმაციას გაეცნენ.

მინისტრმა ინვესტორებს არიდულ ზონებში ნამყენი ფსტის პლანტაციების გაშენების პერსპექტივა გააცნო, ასევე წითელი ნუსხის სხვადასხვა სახეობების მცენარეების გამოყვანაზეც ესაუბრა.

შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია დარჩიაშვილი, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის დირექტორი გიორგი სანადირაძე და საშენი მეურნეობის ხელმძღვანელი რევაზ ბეჟაშვილი ესწრებოდნენ.