იაპონური კომპანიები თანამშრომლებს "სიცოცხლის ბოლომდე დაქირავებს" სთავაზობენ

იაპონია უნიკალური ქვეყანაა, სადაც ნანოტექნოლოგიები საოცრად ერწყმის უძველეს ტრადიციებს, ზოგიერთი წეს-ჩვეულება კი კანონის დონეზე მოქმედებს.

იაპონიის ზოგიერთი საშუალო კომპანია და მსხვილი კორპორაცია ეგრეთ წოდებულ ”სიცოცხლის ბოლომდე დაქირავების” პრაქტიკას იყენებს. ახალგაზრდა ადამიანს სამსახურში პირდაპირ უნივერსიტეტიდან იყვანენ, რის მერეც ასწავლიან, გადის კვალიფიკაციას და ვითარდება კომპანიის ფარგლებში საპენსიო ასაკამდე.

სამსახურში აყვანილმა ადამიანმა იცის, რომ სამსახურს არავითარ შემთხვევაში არ დაკარგავს და აქვს ხვალინდელი დღის იმედი. აქედან გამომდინარეობს დიდია მადლიერება კომპანიისადმი და სამუშაოს შესრულების მაღალი ხარისხი.

იაპონელებს თავისუფლად შეუძლიათ დღეში 18 საათის განმავლობაში იმუშავონ დასვენების გარეშე, სამსახურის შემდეგ ესტუმრონ ბარს, გადაჰკრან თითო-ორი ჭიქა და 2 საათის შემდეგ კვლავ სამსახურში გაემართონ.

იაპონელებმა დასვენება არ იციან, 4-დღიანი დასვენება შვებულებად ითვლება. დღის ბოლოს დაწესებულ დროს სამსახურიდან წასვლაც მიღებული არ არის.

იაპონიაში ძალიან დაბალი პენსიებია. სიღარიბის ზღვარზე მყოფი მოხუცების უმაღლესი სოციალური დახმარება დაახლოებით 300 დოლარს შეადგენს. ქვეყანაში არ არის სავალდებულო საპენსიო დაზღვევა, რადგან მიიჩნევა, რომ ყოველმა იაპონელმა თავადვე უნდა იზრუნოს მომავალ სიბერეზე. კანონი ასევე ავალდებულებს მოხუცზე ზრუნვას ოჯახის წევრებს.

იაპონიის ჩრდილოეთის ქალაქებში ზამთარში ტროტუარებს ათბობენ, ამიტომაც თოვლის გაწმენდაც არაა საჭირო. ამასთან, იაპონიაში ცენტრალური გათბობა არ არის, თითოეული მცხოვრებელი სახლს შეძლებისდაგვარად ათბობს.

იაპონიის რკინიგზის ნახევარზე მეტი კერძოა - სარკინიგზო ხაზის დაახლოებით დაახლოებით 68%.

ტოკიო მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო მეგაპოლისია. იმდენად უსაფრთხო, რომ 6 წლის ბავშვები დამოუკიდებლად გადაადგილდებიან საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

იაპონიაში, უპირველეს ყოვლისა, მამაკაცს ემსახურებიან. რესტორანში მამაკაცი პირველი უკვეთავს, სასმელიც ჯერ მისთვის მიაქვთ. მაღაზიაში პირველს მამაკაცს ესალმებიან.

იაპონიაში მკვლელობების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოში. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა კი ყველაზე მაღალი.

იაპონიაში მკაცრად იცავენ საკუთრების უფლებას. ამიტომ აქ უამრავი კომპანიაა, რომელთა ისტორიაც 4 ათას წელს და მეტს ითვლის. მაგალითად, სასტუმრო "ჰოში რიეკანი" უწყვეტად ფუნქციონირებს საუკუნეების განმავლობაში და მას ერთი ოჯახის 46-ე თაობა მართავს.

იაპონიის 2/3 ტყითაა დაფარული. ქვეყანაში ტყის ჭრა აკრძალულია. ტროპიკულ ტყეებში მოპოვებული ხე-ტყის 40% იაპონიაში შემოდის.

იაპონიაში ხორცი და თევზი იაფია, მაგრამ ძალიან ძვირია ხილი. ერთი ცალი ვაშლი 2 დოლარი, ხოლო ბანანის შეკვრა 5 დოლარი ღირს. ყველაზე ძვირად ღირებული კი ნესვია, რომლის შესაძენად ტოკიოში 200 დოლარის გადახდა მოგიწევთ.

იაპონელების უმეტესობა თავს საშუალო კლასის წარმომადგენლებად მიიჩნევს. არც მდიდრები არიან, არც ღარიბები. საშუალოდ, იაპონური ოჯახები შემოსავლიდან 13%-ს ინახავენ, რათა მომავალში შვილებს განათლება მისცენ და უზრუნველყონ საკუთარი სიბერე.

იაპონელები ამჯობინებენ იცხოვრონ კერძო სახლში ბაღით, მაგრამ ტოკიოში მსგავსი სახლის შეძენა არარეალურია.

დუდანა ზაქარაია