ველისციხეში სპირტის ქარხანა გაიხსნება

კომპანია ”კახური ტრადიციული მეღვინეობა” ველისციხეში ახალ სპირტსახდელ ქარხანას ხსნის.

კომპანიის წარმომადგენლის კობა ხარხელის განცხადებით, ქარხანა აღჭურვილია თანამედროვე იტალიური ტექნოლოგიებით.

”ქარხანა იქნება ღია ცის ქვეშ და მას ექნება ყურძნის მიმღებ-გადამამუშავებელი პრესი. სპეციალურად აგებულ შენობაში განთავსებულია სპირტსახდელები“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ კობა ხარხელმა.

მისივე თქმით, ქარხნის მშენებლობა 2016 წლის გაზაფხულზე დაიწყო და უახლოეს პერიოდში დასრულდება.

ქარხანის მშენებლობა სოფლის მეურნეობის მართვის სააგენტოს მხარდაჭერით, შეღავათიანი აგროკრედიტის შესაბამისი კომპონენტის ფარგლებში განცხორციელდა.

კობა ხარხელის განცახდებით, კომპანია ახალი პროდუქციის ექსპორტზე გატანას როგორც დსთ-ის, ასევე ევროპის ქვეყნებში გეგმავს. ექსპორტზე ნაწარმი არა როგორც სპირტის, არამედ კონიაკის სახით გავა.

მისივე ინფორმაციით, ველისციხის ქარხნის ტერიტორიაზე ტურიზმის განვითარების მიზნით მოეწყობა მაღაზია-სალონი, სადაც ტურისტები პროდუქციის დაათვალიერებას, დაგემოვნებასა და შეძენას შეძლებენ.

თათია ახვლედიანი