ვინ არის მარკეტინგის გურუ რაფი ალბო, რომელიც 22 სექტემბერს თბილისში მასტერკლასს ჩაატარებს?

22 სექტემბერს, სასტუმრო „ბილტმორში“ მარკეტინგ ფორუმი - 2016 გაიმართება.

ფორუმის თემაა: “არასტანდარტული და ინოვაციური მიმართულებები მარკეტინგსა და შეფუთვაში”.

ქართველმა ორგანიზატორებმა მოლაპარაკებები აწარმოეს HP-ის წარმომადგენლებთან ისრაელიდან და საფრანგეთიდან.

ერთ-ერთი მათგანი, მარკეტინგის გურუდ აღიარებული რაფი ალბოა. იგი ბოლო 36 თვის განმავლობაში მთავარი მომხსენებელი იყო 45-ზე მეტ ქვეყანაში.

HP-ის წარმომადგენელი რაფი ალბო, ისრაელიდანაა. იგი მსოფლიოში ცნობილი მარკეტოლოგია და მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ბეჭდური და ონლაინ საშუალებების წარმატებულ კომბინირებას 2000 წლიდან ახერხებს. ის არაერთ ქვეყანაში ყოფილა მთავარი მომხსენებელი. 45 წლის ალბო SEGMARKETING-ის აღმასრულებელი დირექტორია. მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუშაობს და უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში 50 ქვეყნის სააგენტოსა თუ მწარმოებელთან უთანამშრომლია.

ბეჭდური საშუალებების განვითარების უალტერნატივო გზად ალბო ტექნოლოგიებთან ინტეგრაციას მიიჩნევს. „ყველაფერი მაინც უკვე ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ამიტომ ბეჭდური საშუალებების მობილურ მოწყობილობებთან ინტეგრაცია ლოგიკური გაგრძელება მგონია“,-განმარტავს იგი.

”დაიწყე მცირედით, იფიქრე ფართოდ, განვითარდი სწრაფად”- ასეთია SEGMARKETING-ის აღმასრულებელი დირექტორის რჩევა, რომელსაც ის პირველ რიგში ბეჭდურ საშუალებებს, შემდეგ კი ყველა ადამიანს აძლევს. SEGMARKETING-ის გარდა, რაფი ალბო, სხვა კომპანიების საქმიანობაშიც არის ჩართული.

Arilyn-ში გლობალური მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების დირექტორის თანამდებობას იკავებს. www.augmentedworld.org-ის ბეჭდვითი ინდუსტრიის გლობალური ელჩია.