BRICORAMA ოფიციალურად გაიხსნა

თბილისში ცნობილი ფრანგული ბრენდის, BRICORAMA-ს სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი გაიხსნა. მარშალ გელოვანის გამზირზე 7 000 კვ.მ. ფართობზე განთავსებული სავაჭრო ცენტრის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე და BRICORAMA-ს ფრანჩიზის დირექტორი ჟან ნოელ კორნიო დაესწრნენ.

41 წლიანი გამოცდილების მქონე ფრანგული ბრენდის, BRICORAMA-ს, პირველი „სითი ფორმატის“ ჰიპერმარკეტში წარმოდგენილია 30 000-ზე მეტი დასახელების პროდუქტი. BRICORAMA არის “აკეთე შენით” ე.წ. DIY (do-it-yourself) კონცეფციის, რაც განსაკუთრებულად უმარტივებს მომხმარებელს აშენების, რემონტის, სახლისა და ეზოს მოწყობის პროცესს. აქ ნაყიდი მასალებით ყველას აქვს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა საკუთარი „საოცნებო სივრცის“ შექმნაში. ჰიპერმარკეტის ძირითადი მიმართულებებია: სამშენებლო და სარემონტო მასალები, ელექტრობა, სანტექნიკა და აქსესუარები, მოსაპირკეთებელი მასალა, იატაკი და ფილები, შპალერი, ელექტრო და ხელის ინსტრუმენტები, ლაქ-საღებავები, განათება, ეზოს ავეჯი, ეზოსა და ბაღის მოვლისა და მოწყობის საშუალებები, დეკორაცია და ასევე, მრავალი სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტის ფართო არჩევანი.

“BRICORAMA-მ პირველი მაღაზია 1975 წელს გახსნა საფრანგეთში და დღეს ის ევროპის მასშტაბით უკვე 200-ზე მეტი ჰიპერმარკეტის მფლობელია. აღსანიშნავია, რომ ჰიპერმარკეტი თბილისში ფრანგულის ზუსტი ანალოგია, რაც შესაძლებელი გახდა 20 მილიონი ლარის ადგილობრივი ინვესტიციით. ამ ეტაპზე, ბრენდის მიერ დასაქმებულთა რაოდენობამ 90-ს გადააჭარბა. ექსკლუზიური ევროპული ბრენდები და სხვადასხვა ფასისა და ხარისხის შეთავაზება ფრანგულ ბრენდს გამორჩეულს და უკონკურენტოს ხდის ბაზარზე. BRICORAMA-ს შემოსვლით ევროსტანდარტის პროდუქცია გაცილებით ხელმისაწვდომი ხდება საქართველოს მოსახლეობისთვის და, რაც მთავარია, ყველა საფასო კატეგორიის მომხმარებელი შეძლებს, რომ იპოვოს მისთვის სასურველი პროდუქტი.

დამატებით, კომპანია ბაზარზე შემოდის განსაკუთრებული შეთავაზებებით, ფიზიკური პირებისთვის დაგროვებითი ბარათებით, ხოლო სპეციალისტებისთვის და კორპორაციული კლიენტებისთვის - სპეციალური ფასდაკლების სქემებით.

BRICORAMA ევროპულ სტანდარტს ამკვიდრებს, როგორც პროდუქციის ხარისხის, ისე მომსახურების კუთხითაც. მისთვის პრიორიტეტულია მომხმარებლისთვის კომფორტული და გამარტივებული გარემოს შექმნა. სწორედ ამიტომ, BRICORAMA-ს თაროები აღჭურვილია ინოვაციური ელექტრონული ფასთა მანიშნებლებით, რომელიც ნებისმიერ პროდუქტზე ფასის გაურკვევლობას საბოლოოდ მოუღებს ბოლოს.

BRICORAMA-ს მფლობელი ბრენდი BRICORAMA Caucasus-ი „სითი ფორმატის“ ჰიპერმარკეტის გახსნის შემდეგ გეგმავს გაფართოებას და სრული ფორმატის ჰიპერმარკეტის გახსნას ბათუმსა და თბილისის შემოგარენში.

BRICORAMA - აქ ყველაფერია რემონტისა და საოცნებო სივრცის მოწყობისთვის.

მარშალ გელოვანის გამზირი, თბილისი. ტელ.: 2 00 11 11

www.bricorama.fr | facebook.com/bricocaucaus