10 საუკეთესო ქვეყანა სოციალური მეწარმეობისთვის

სოციალური მეწარმეობა მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო ფართოვდება.

ექსპერტთა მოსაზრებით, ეს სექტორი დღითიდღე იზრდება. თუმცა, სოციალური მეწარმეების საქმიანობა ადამიანების უმრავლესობისთვის გაუგებარია, რაც ხელისშემშლელი ფაქტორია ბიზნესისთვის, რომელიც მწვავე სოციალური პრობლემების მოგვარებისკენ არის მიმართული.

„ტომპსონ როიტერმა“ „დოიჩე ბანკთან“, საკონსულტაციო ჯგუფ UnLtd-სთან და სოციალური მეწარმეობის გლობალურ ქსელთან ერთად მსოფლიოში სოციალური მეწარმეობის კუთხით საუკეთესო ქვეყნების პირველი კვლევა წარმოადგინა.

კვლევის თანახმად, სოციალური მეწარმეობისთვის საუკეთესო ქვეყანა აშშ-ია. პირველ ათეულში ასევე დასახელდნენ: კანადა, დიდი ბრიტანეთი, სინგაპური, ისრაელი, ჩილე, სამხრეთ კორეა, ჰონგ კონგი, მალაიზია და საფრანგეთი.

კვლევა ექვს ინდიკატორს მოიცავს - მთავრობის მხარდაჭერა, კვალიფიციური კადრების მოზიდვა, საზოგადოებრივი ცნობიერება, ბიზნესის რენტაბელობა, განვითარების ტემპები და ინვესტიციებზე წვდომა.

აშშ

სოციალური მეწარმეებისთვის ბიზნესის განვითარება და დაწყება 88,6%;

მთავრობის მხარდაჭერა - 70,5%;

გრანტების მიღება - 43,2%;

ბიზნესის რენტაბელობა - 63,6%;

განვითარების ტემპები - 90,9%.

კანადა

სოციალური მეწარმეებისთვის ბიზნესის განვითარება და დაწყება 72,9%;

მთავრობის მხარდაჭერა - 70,8%;

გრანტების მიღება - 52,1%;

ბიზნესის რენტაბელობა - 70,8%;

განვითარების ტემპები - 95,8%.

დიდი ბრიტანეთი

სოციალური მეწარმეებისთვის ბიზნესის განვითარება და დაწყება 77,1%;

მთავრობის მხარდაჭერა - 68,8%;

გრანტების მიღება - 47,9%;

ბიზნესის რენტაბელობა - 70,5%;

განვითარების ტემპები - 77,1%.

კიდევ ერთი კვლევა, რომელიც „ტომპსონ როიტერმა“ ჩაატარა, იმ ქვეყნებს მოიცავს, სადაც სოციალური მეწარმეობა ქალებისთვისთვის არის შედარებით ადვილი.

კვლევის მიხედვით, პირველ სამეულში ფილიპინები, რუსეთი და ნოვერგიაა.