SOCAR-ის პრეზიდენტი - საქართველოს გაზგამანაწილებელი სისტემის 95%-ს ვფლობთ

კომპანია SOCAR-ი საქართველოში გაზგამანაწილებელი სისტემის 95%-ს ფლობს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ კომპანიის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი გამოცემა „აზერბაიჯანში“ გამოქვეყნებულ საკუთარ სტატიაში წერს.

აბდულაევი აღნიშნავს, რომ SOCAR Energy Georgia დღესდღეობით საქართველოში გადასახადების ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელია.

„2009-2015 წლებში გაზის გაყიდვის მოცულობა ქართულ ბაზარზე დაახლოებით 7-ჯერ გაიზარდა. ჩვენმა შვილობილმა კომპანიამ ქვეყანაში 5 360 კილომეტრის გაზსადენები გაიყვანა, გაზიფიცირებულია 209 136 აბონენტი“, - ნათქვამია სტატიაში.

SOCAR-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ SOCAR Energy Georgia საქართველოში წლის საუკეთესო კომპანიად რამდენჯერმე დასახელდა.