რატომ ვერ ვითარდება კაპიტალის ბაზარი საქართველოში?

საქართველოში ბიზნესის წარმომადგენელთა ნაწილი საფონდო ბირჟის განვითარებას მოითხოვს. ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის გააქტიურების აუცილებლობაზე წლებია საუბარი მიდის. ექსპერტები თანხმდებიან, რომ ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას ეკონომიკის ფორმირებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს, თუმცა მათი ნაწილი საფონდო ბირჟების გააქტიურების პერსპექტივას ვერ ხედავს.

ექსპერტი დავით ასლანიშვილი მიიჩნევს, რომ კაპიტალის ბაზრის განვითარებას საკანონმდებლო ბაზასთან ერთად, კომერციული ბანკებიც აბრკოლებენ. "ალიანს ჯგუფის" დამფუძნებელი საფონდო ბირჟის განვითარებას ქვეყანაში ბიზნესის წარმატების და დასაქმების ზრდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევს. საქართველოს საფონდო ბირჟის დირექტორი აცხადებს, რომ კაპიტალის ბაზრის განვითარებას რამდენიმე ფაქტორი აფერხებს.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე