ქართული ცხვრის ექსპორტის პრობლემები

ქართული ცხვრის ექსპორტის მაჩვენებელი საგრძნობლად დაეცა. მეცხვარეთა ასოციაციის ცნობით, საქართველოდან ივლისის შემდეგ დაახლოებით 15 ათასი ცხვრის ექსპორტი განხორციელდა, რაც ქართული ცხვრის საერთო სულადობის 7%-ია. მეცხვარეობის დარგის სპეციალისტები ცხვრის რეალიზაციის პრობლემად საექსპორტო ბაზრების დაკარგვას ასახელებენ. მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ბექა გონაშვილის განცხადებით, ბაზრების დაკარგვა საქართველოდან ექსპორტირებული ცხვრის მიმართ უნდობლობამ გამოიწვია.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე