სოფელ ველისციხეში სპირტის ახალი ქარხანა გაიხსნა

24 სექტემბერს კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ყურძნის გადამამუშავებელი და საბრენდე სპირტის ახალი, საერთაშორისო სტანდარტების ქარხანა ექსპლუატაციაში შევიდა. სოფელ ველისციხეში მდებარე თანამედროვე ტექნოლოგიებითა და დანადგარებით აღჭურვილი საწარმოს ოფიციალური გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. უჟანგავი ფოლადის ცისტერნებითა და სამაცივრო მეურნეობით დაკომპლექტებულ ქარხანაში 25 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდება. “KTW ჯგუფმა“ ზემოხსენებულ პროექტში - 7 მილიონი ლარის, ხოლო ბოლო 3 წლის ნაძილზე 26 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა სოფელ ველისციხეში.

„კახური ტრადიციული მეღვინეობა“ ღვინისა და ბრენდის მწარმოებელი ერთ-ერთი დიდი კომპანიაა საქართველოში. „KTW ჯგუფის” პროდუქცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გადის ექსპორტზე.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე