გიორგი კვირიკაშვილი - პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დღეს კიდევ ერთი საწარმოს შექმნას ეყრება საფუძველი

პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, დღეს, მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ ერთი საწარმოს შექმნას ეყრება საფუძველი , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ფონიჭალაში, პლასტმასისა და მისი ნაწარმის მწარმოებელი საწარმო.

„სახელმწიფო 2990 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს გადასცემს. მინიმუმ 665 778 ლარის ინვესტიცია არის დაგეგმილი ამ საწარმოში. ძალიან მისასალმებელია, რომ ამ პროგრამის მიმართულებით აქტივობა არის ძალიან გაზრდილი“, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.