ზამთრის სეზონის მარკეტინგული კამპანიებისთვის 5, 5 მილიონი ლარი დაიხარჯება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზამთრის სეზონის მარკეტინგული კამპანიებისთვის საერთო ჯამში 5, 5 მილიონი ლარი დაიხარჯება. როგორც უწყებაში განმარტავენ, მთის კურორტების მარკეტინგული კამპანიები უკვე დაწყებულია. მომავალი სეზონის პოპულარიზაციის მიზნით, თერთმეტ ქვეყანაში ინტერნეტკამპანიების, ხოლო ოთხ ქვეყანაში სატელევიზიო რეკლამების განთავსება იგეგმება.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე