დიდი ბრიტანეთი საინვესტიციოდ ყველაზე მიმზიდველი ქვეყნების ხუთეულიდან დაქვეითდა

კომპანია Ernst & Young-ის კვლევის "გლობალური კაპიტალის ნდობის ბარომეტრის" თანახმად, დიდი ბრიტანეთი პირველად 2009 წლის შემდეგ,  მსოფლიოს ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო ქვეყნების ხუთეულში არ მოხვდა.

"ბლუმბერგის" ინფორმაციით, კვლევა მომზადებულია მსოფლიოს 45 ქვეყნის სხვადასხვა კომპანიის 1700 ხელმძღვანელის გამოკითხვის შედეგად, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრის პერიოდში ჩატარდა.

"ბრექსიტი არის კარგი მაგალითი, თუ როგორ იცვლება გეოპოლიტიკური ვითარება, რომელიც ართულებს საერთაშორისო საინვესტიციო ფონს",  - აცხადებს კომპანია Ernst & Young-ის საკონსულტაციო სამსახურის წარმოამდგენელი სტივ კროუსკოსი.

კროუსკოსმა ხაზი გაუსვამ რომ გრძელვადიან პერსპექტივაში დიდი ბრიტანეთი დაბრუნდება ხუთეულს.

მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება: აშშ, ჩინეთი, გერმანია, კანადა და საფრანგეთი.

კოკა კვირკველია