„საქართველოს ბანკმა“ ახალი უნიკალური ბარათი Cash Card-ი შექმნა

საქართველოს ბანკმა, ახალი უნიკალური ბარათი Cash Card-ი შექმნა. როგორც ბანკი იუწყება, Cash Card-ი გაკუთვნილია მათთვის, ვისაც საკუთარი ბიზნესი აქვს.

”Cash Card-ი მომხმარებლის კომპანიის მიმდინარე ანგარიშთან არის დაკავშირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს თანხები მარტივად და სწრაფად მართოს. Cash Card Silver-ით − განაღდების დღიური ლიმიტი 5 000 ლარამდეა, ხოლო Cash Card Black-ით − განაღდების დღიური ლიმიტი 10 000 ლარამდე. მომხმარებელი კომპანიის მიმდინარე ანგარიშთან დაკავშირებული Cash Card-ით შეძლებს: თანხის განაღდებას მარტივად, 24 საათის განმავლობაში, ნებისმიერ დროსა და ადგილას ნებისმიერი ბანკომატის საშუალებით; სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში, უნაღდო ანგარიშსწორებით Cash Card-ით გადახდას;

Cash Card-ის მიღება შესაძლებელია საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში”, - აცხადებენ ბანკში.