ხარისხის ლაბორატორიამ საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღო

შპს „ხარისხის ლაბორატორია - LLC Quality Lab''-მა ISO 17 025-ის მიხედვით საერთაშორისო აკრედიტაცია გაიარა. კომპეტენციის ოფიციალური აღიარება ლაბორატორიის მიერ ჩატარებულ ყველა გამოკვლევას საერთაშორისოდ ცნობას გულისხმობს.

შპს „ხარისხის ლაბორატორია - ”LLC Quality Lab''-ში აშშ-ის სტანდარტების ეროვნული ინსტიტუტის შემფასებლებმა ლაბორატორიის ტექნიკური ბაზის, კომპეტეციისა და საქმიანობის ხარისხის აუდიტი ჩაატარეს. ლაბორატორიაში დიაგნოსტიკა და კვლევა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ხორციელდება, რაც ნიშნავს, რომ აქ მიღებული ანალიზი აბსოლუტურად სანდოა.

ISO 17 025-ის აკრედიტაციას აშშ-ის სტანდარტების ეროვნული ინსტიტუტი (ANAB) გასცემს.

საერთაშორისო აკრედიტაციის მზადებას წინ უძღოდა EBRD-ის „კონსულტაციები მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ჯგუფის" დახმარებით Sai-Global მიერ პირველადი აუდიტის ჩატარება, აგრეთვე გერმანიის მთავრობის მხრიდან ლაბორატორიის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა (PTB Physikalisch-Technische Bundesanstalt) აღნიშნული პროექტის წარმატებით დასრულების მიზნით.