შარშან სამეწარმეო სუბიექტების რიცხვი 8%-ით გაიზარდა

2013 წელს ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს-სუბიექტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 8.8 %-ით გაიზარდა და 47 792 ერთეული შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2011 წელთან შედარებით 2012 წელს, პირიქით, 18.8%-იანი კლება ფიქსირდებოდა.

აქედან, სამეწარმეო სუბიექტების რიცხვმა 7.8 %-ით მოიმატა, 46 066 ერთეულამდე. (2012 წელს წინა წელთან შედარებით მათი რაოდენობა 19.1 %-ით შემცირდა). გაცილებით მასშტაბურად (43%-ით) გაიზარდა შარშან დაფუძნებული არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა.

გასულ წელს 15,5% -ით მეტი, 17 701, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება დარეგისტრირდა, 2%-ით, (28 157-მდე) გაიზარდა ინდმეწარმეების რიცხვი, 30%-ით არასამეწარმეო იურიდიული პირები (1704), 7%-ით - უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალები (104). 23-დან 43 ერთეულამდე მოიმატა კოოპერატივების, ხოლო 36-დან 50-მდე - სააქციო საზოგადეობათა რაოდენობამ.