”კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ” სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მენეჯმენტის სტანდარტი დანერგა

კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ კიდევ ერთი სიახლით წარდგა საკუთარი მომხმარებლის წინაშე.

2014 წლის 3 აპრილიდან, კომპანიამ დანერგა სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მენეჯმენტის სტანდარტი ISO 22 000.

ამით კომპანიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ზრუნავს თავის მომხმარებელზე და აკმაყოფილებს სურსათის უვნებლობისა და ვაჭრობის კანონმდებლობის ყოველ მოთხოვნას.

სერთიფიცირიების აუდიტი ჩატარებულ იქნა გერმანული კომპანიის TÜV SÜD ManagementService GmbH-ის მიერ.

(R)