5  წარმატებული ადამიანი, რომელიც თავიდანვე წარმატებული არ ყოფილა

30 წლის ასაკში ადამიანი საკუთარ თავს უსვამს კითხვას - რა გაუკეთებია. ხშირად ვხვდებით, რომ ამ ასაკშიც კი, ჯერ კიდევ ვერაფერი მოვასწარით, მაგრამ ნუ დაღონდებით, თუკი ცხოვრებაში წარმატება მალე არ გწვევიათ. წარმოგიდგენთ იმ ცნობილ ბიზნესმენებს, რომლებიც წარმატებულები გვიან გახდნენ.

რეი კროკი - McDonald’s-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი

კროკი 52 წლამდე ქაღალდის ჭიქებს ყიდდა.

"1954 წელს ვიყავი 52 წლის, მქონდა დიაბეტი და ართრიტი. ამოჭრილი მქონდა ნაღვლის ბუშტი და ფარისებრი ჯირკვლის დიდი ნაწილი, მაგრამ მე მომავლის მაინც მჯეროდა",- ასე იხსენებდა რეი კროკი საბედისწერო მომენტს თავისი ცხოვრებიდან, მომენტს, როდესაც ის შეხვდა ძმებ მაკდონალდებს.

კროკი ცნობილი ბიზნესმენი იყო, მაგრამ ყველა მისი საწარმო რეგულარულად კრახს განიცდიდა. როდესაც მას 1954 წელს 15 000 დოლარის შოვნა დასჭირდა, რათა "მაკდონალდსის" პროდუქციის გავრცელების ლიცენზია მიეღო, არცერთმა ბანკმა მას სესხი არ მისცა. ამიტომ კროკმა ბანკში საკუთარი საცხოვრებელი სახლი ჩადო. ამის შემდეგ მან 30 წელი იცოცხლა და 600 მლნ დოლარი გამოიმუშავა.

bpn

ამანსიო ორტეგა, Zara-ს მფლობელი

37 წლამდე მუშაობდა მაღაზიაში დამხმარედ. ოჯახის ხელმოკლეობის გამო, ამანსიომ საშუალო სკოლის დამთავრებაც ვერ შეძლო და 13 წლიდან ტანსაცმლის მაღაზიაში შიკრიკად მუშაობა დაიწყო. როდესაც 37 წლის გახდა, ამასიომ თავისი ტრიკოტაჟის ქარხანა გახსნა.

თავდაპირველად ის თავის მეუღლესთან, როსალიასთან ერთად მოსასხამებს, საღამურებს და ქალის თეთრეულს საკუთარ სახლში, სასტუმრო ოთახში კერავდა. ერთხელაც ერთ-ერთმა კლიენტმა თეთრეულის მსხვილი შეკვეთა გააუქმა და რათა ბიზნესი გადაერჩინათ, წყვილმა გადაწყვიტა პროდუქტი თავად გაეყიდა. ამგვარად 1975 წელს მათ გახსნეს პტარა მაღაზია Zorba. ამასიო მაშინ 40 წლის იყო. 2012 წელს კი სააგენტო Bloomberg-მა ორტეგა ევროპის უმდიდრეს ადამიანად დაასახელა - მისი ჰოლდინგი ფლობს შემდეგ ბრენდებს: Zara, Massimo Dutti, Bershka, Oysho, Pull & Bear, Zara Home, Straparius

bpn

მერი კეი ეში - Mary Kay-ს დამფუძნებელი

მერი კეი 25 წელი, ისე, რომ სამსახურში დაწინაურება არ მიუღია, 45 წლამდე მუშაობდა სავაჭრო აგენტად. ის 45 წლის იყო, როდესაც გადაწყვიტა სამსახურიდან წამოსულიყო და ქალებსა და ბიზნესზე წიგნი დაეწერა.

წიგნის წერის პროცესი გადაიზარდა მისი იდეალური კომპანიის ბიზნეს-გეგმაში და გადაწყდა, რომ გამოეშვა კანის მოვლის საშუალებები. 1963 წელს მერი კეიმ, თავის ქმართან ერთად დააფუძნა კომპანია Mary Kay Cosmetics. კომპანიის სასტარტო კაპიტალი 5000 დოლარი იყო.

bpn

ჰენრი ფორდი Ford Motor Company-ს დამფუძნებელი

ფორდმა თავისი კომპანია 40 წლის ასაკში დააფუძნა. ჰენრი ფორდი ირლანდიელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. ახალგაზრდა სახლიდან გაიქცა და სამუშაოდ დეტროიტში ჩავიდა. 36 წლამდე ედისონის კომპანიის ინჟინერ-მექანიკოსად მუშაობდა. პირველი ავტომობილი 30 წლის ასაკში ააწყო, საკუთარი კომპანია კი მხოლოდ 10 წლის შემდეგ დააარსა. კომპანია უფრო წარმატებული მას შემდეგ გახდა, რაც 1908 წელს, ავტომობილის მოდელი Ford გამოუშვა. ამ დროს ჰენრი ფორდი 45 წლის იყო.

bpn

შელდონ ადელსონი - Las Vegas Sands-ის დამფუძნებელი

30 წლამდე შამპუნებსა და მინის საწმენდ სითხეებს ყიდდა. ადელსონმა სკოლა 12 წლის ასაკში მიატოვა და რითი აღარ იყო დაკავებული - ყიდდა გაზეთებს, საპონს, შამპუნებს, ხელსაწმენდ ქაღალდებს, მუშაობდა იპოთეკების ბროკერად. მშობლიურ მამასაც კი თავბრუ ესხმოდა შელდონის საქმიანი ინტერესების სპექტრისგან.

"შელდონ, შენ ყველგან ხარ, ისე როგორც ცხენის ნეხვი",- ეუბნებოდა ბოსტონელი ტაქსისტი შელდონს.

თავდაპირველად შელდონმა ლას-ვეგასში კომპიუტერული გამოფენა მოაწყო, ხოლო 1988 წელს დააფუძნა კორპორაცია Las Vegas Sands - მსოფლიოში უმსხვილესი სამორინე. ამ დროს შელდონი 55 წლის იყო.