"ვითიბი ბანკი ჯორჯიას" სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა იცვლება

სს "ვითიბი ბანკი ჯორჯიას" სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის საკითხზე ბანკის აქციონერები 13 მაისს გამართულ აქციონერთა კრებაზე იმსჯელებენ.

ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება "ვითიბი ბანკი ჯორჯიამ" უკვე გაავრცელა. თუმცა, ბანკში ამ დრომდე არ ასახელებენ, რა ცვლილებები იგეგმება საბჭოს შემადგენლობაში.

ამ დროისთვის, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი ვასილ ტიტოვს უკავია, თავმჯდომარის მოადგილე კი მიხეილ იაკუნინია, საბჭოს წევრები არიან იგორ პიუნი, გრიგოლ ლომიძე, ვსევოლოდ სმაკოვი.

ბანკი მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აქციონერთა კრებაზე სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის გარდა, "ვითიბი ბანკი ჯორჯიას" მიერ 2013 წელს მიღებული მოგების განაწილებისა და დივიდენდების გაცემის, ასევე 2014 წლის წლიური ანგარიშგების აუდიტის ჩასატარებლად გარე აუდიტორის დამტკიცების საკითხებზე იმსჯელებენ.