"ბილაინის" ახალი გათამაშება იწყება

"ბილაინის" აბონენტებს ფულადი პრიზების მოგების შანსი აქვთ. წამახალისებელ გათამაშებაში რეგისტრაცია კომპანიამ მიმდინარე კვირიდან გამოაცხადა.

გათამაშების პირობების მიხედვით, აბონენტი 13 ივლისამდე, ბალანსის ერთჯერადად, ყოველი 3 ლარით შევსებისას გათამაშების 1 ბილეთს და 200 ათასი, 50 ათასი, 20 ათასი, 15 ათასი ან 10 ათასი ლარის მოგების შანსს მიიღებს.

წამახალისებელი გათამაშება 15 ივლისს, 18:30 საათზე, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში გაიმართება.