გაზეთი ”კვირის პალიტრა” იუბილარია

გაზეთის პირველი ნომერი 19 წლის წინ, 18 აპრილს გამოვიდა.

ამ დღესთან დაკავშირებით "კვირის პალიტრის" 14 აპრილის ნომერში მკითხველისთვის საჩუქრად 50 000 კედრის თესლი ჩაიდო, რომელიც მკითხველმა ნერგად უნდა აქციოს. მომავალ წელს კი, როდესაც გაზეთი 20 წლის გახდება, "კვირის პალიტრასთან" ერთად საქართველოში კედრის ტყეები გაშენდება.

გარდა ამისა, იუბილესთან დაკავშირებით "პალიტრამ" 700-მდე წიგნი სასჯელაღსრულების დეპარტამენტს გადასცა.

"ჩვენს მკითხველს და სრულიად რედაქციას ვულოცავ დღევანდელ დღეს. აბსოლუტურად ყველას დიდ მადლობას ვუხდი თანამშრომლობისთვის. მადლობა ყველას იმ დადებითი შეფასებებისთვის, რაც გვესმის რედაქციაში მოსული წერილებით და სხვადასხვა გამოხმაურებით, მადლობა კრიტიკული შეფასებებისთვისაც, რომელსაც ჩვენ ვიღებთ", - განაცხადა "კვირის პალიტრის" მთავარმა რედაქტორმა, გოგა თევდორაშვილმა.