ბიზნესმენი დავით კოდუა საავადმყოფოში ნაცემი მიიყვანეს

ძებნაში მყოფი ერეკლე კოდუას ძმა, ბიზნესმენი დავით კოდუა რკინიგზის საავადმყოფოშია მოთავსებული.

საავადმყოფოში აცხადებენ, რომ დავით კოდუა კლინიკაში დღეს, დაახლოებით 15.00 საათზე მოათავსეს.

წინასწარი ინფორმაციით, იგი ნაცემია. რკინიგზის საავადმყოფოსთან კოდუას ახლობლები და მეგობრები არიან შეკრებილი. თუმცა, ისინი მომხდარის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ წუთებში კოდუას პირველადი სამედიცინო დახმარება უტარდება.