ზემო ოსიაური-არგვეთას მონაკვეთის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მომზადდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კორეულ კომპანია "პინგვა ინჯინეარინგ კონსალთენს"-თან ხელშეკრულება გააფორმა.

უწყების ინფორმაციით, ხელშეკრულება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის (EWHIP-4) ფარგლებში დაიდო და მის თანახმად, ზემო ოსიაური-არგვეთას მონაკვეთის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის დეტალური საინჟინრო პროექტი მომზადდება.

ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მოიცავს, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დამაკავშირებელი, ზემო ოსიაური-არგვეთას მონაკვეთის ახალი მიმართულების განსაზღვრას.

ხელშეკრულების ვადაა 10 თვე და ორი კვირა, ღირებულება კი 2 120 342 აშშ დოლარსა და 3 449 057 ლარს შეადგენს. პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ ფინანსდება.