საქართველომ ქსელური ინდექსი გააუმჯობესა

საქართველომ ქსელური მზაობის ინდექსი 2014 წელს მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. მისი ქულა (4.1) საშუალოზე მაღალია და საშუალოზე სწრაფად იზრდება.

ამის შესახებ ინფორმაციას  IDFI ავცრელებს.

”კვლევის მიხედვით, პოლიტიკური და ბიზნეს გარემოს შედარებით სტაბილური ვითარების მიუხედავად, მთავარი გამოწვევები ქვეყანას აქვს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაში და მათი ეკონომიკური მიზნებისთვის გამოყენებაში. ეს შესაძლოა განპირობებული იყოს, ერთი მხრივ, ბიზნეს სექტორის მხრიდან ახალი ტექნოლოგიების ათვისების დაბალი დონით და მეორე მხრივ, მოსახლეობაში განათლების სრულყოფილი დონისა და საჭირო უნარ-ჩვევების ნაკლებობით. მნიშვნელოვანია, ასევე, სახელმწიფოს როლიც, რადგან საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში ჩართულ მხარეებს შორის ურთიერთობები მყარი სამართლებრივი საფუძვლებით უნდა რეგულირდებოდეს და სახელმწიფოს თანმიმდევრულმა პოლიტიკამ სტიმული უნდა მისცეს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას”,- მიიჩნევენ IDFI-ში.