”მაიკროსოფტის” 18 ათასი თანამშრომელი უმუშევარი დარჩება

”მაიკროსოფტის” გენერალური დირექტორის, სატია ნადელის განცხადებით, კომპანიაში 18 000 სამუშაო ადგილი შემცირდება.

ამის შესახებ ინფორმაციას businessinsider.com ავრცელებს.

businessinsider-ის ინფორმაციით, შემცირებები მარკეტინგის და საინჟინრო განყოფილებებს, ასევე ახლადშეძენილ ”ნოკიასაც” შეეხება.

როგორც სატია ნადელი აცხადებს, შემცირებები გარდაუვალი იყო და ეს საკითხი აღარ გადაიხედება.

”მაიკროსოფტში” კადრების მასშტაბური შემცირება ბოლოს 2009 წელს მოხდა, თუმცა მაშინ მხოლოდ 5 800 ადამიანი დაითხოვეს სამსახურიდან.

დღეის მდგომარეობით კომპანიაში 127 104 ადამიანია დასაქმებული. ასე რომ, ეს შემცირებები გავლენას დასაქმებულთა 15%-ზე იქონიებს. 18 ათასი ადამიანის უმუშევრად დატოვების გამო, კომპანიას ჯარიმა 1.1 მილიარდი დოლარიდან – 1.6 მილიარდ დოლარამდე დაეკისრება.