Mcdonald’s -სა და Yum- ს ვადაგასული პროდუქციით ამარაგებდნენ

კომპანია, რომელიც McDonald’s-სა და Yum-ს ქათმისა და საქონლის ხორცით ამარაგებდა, ვადაგასული პროდუქციის გაყიდვაში დაადანაშაულეს.

გადაცემა ”ბიზნესკონტაქტის” ინფორმაციით, ჩინეთში Mcdonald’s-ი და Tum -ი კიდევ ერთ სკანდალში გაეხვნენ. კომპანია, რომელიც მათ ქათმისა და საქონლის ხორცით ამარაგებდა, ვადაგასული პროდუქციის გაყიდვაში დაადანაშაულეს.

ჩინეთის მთავრობამ უკვე დაიწყო გამოძიება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მომხდარი ფაქტი დიდი დარტყმაა ორივე კომპანიისთვის, რადგან ისინი ჩინეთის ბაზარზე გაფართოებას აპირებდნენ.