ახალი სადაზღვევო კომპანია ინოვაციური შეთავაზებებით

ქართულ სადაზღვევო ბაზარზე ახალი სადაზღვევო კომპანია შემოდის.

კომპანია ”კოპენბური”, რომლის დამფუძნებელი გერმანელი ინვესტორი ფრანიო ვიდეჩიკია, აქცენტს მომსახურების მაღალ ხარისხსა და ინოვაციურ სადაზღვევო პროდუქტებზე აკეთებს. ”კოპენბური” როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს მოემსახურება და პირველ ეტაპზე მომხმარებელს ავტო და ქონების დაზღვევას, მოგვიანებით კი ჯანმრთელობის დაზღვევასაც შესთავაზებს.

როგორც კომპანიის დირექტორი, ივანე კახაძე აცხადებს, კოპენბურგი მომხმარებლებს დაზღვევის უახლეს პირობებს სთავაზობს. ”გვაქვს პატივი, მომხმარებელს შევთავაზოთ დაზღვევის უახლესი გადაწყვეტები და მომსახურების ახალი დონე. ჩვენ შევეცდებით მომხმარებლებს სადაზღვევო ბაზარი თვისობრივად განსხვავებული კუთხით დავანახოთ. ეს განსხვავებული ხედვა იქნება გამორჩეული სადაზღვევო ბაზრის არსებული მოთამაშეებისგან, რომელიც, საბოლოოდ, მომხმარებელთათვის უპრეცენდენტოდ მაღალ კომფორტსა და გამორჩეულ მომსახურებაში გარდაიქმნება. ჩვენი მიზანია უახლოეს მომავალში დავიმკვიდროთ ბაზრის მნიშვნელოვანი მონაწილის სტატუსი.”- აღნიშნა ივანე კახაძემ.

მისივე ინფორმაციით, კომპანია ”კოპენბურგი” აპირებს სხვადსხვა წამყვან ქართულ კომპანიებთან სტრატეგიულ თანამშრომლობას. კომპანიაში ამჟამად 40-მდე ადამიანია დასაქმებული, წლის ბოლომდე კი თანამშრომელთა რაოდენობა 150-მდე გაიზრდება.