ყატარის ავიახაზები მსოფლიოს საუკეთესო ბიზნეს კლასად დასახელდა

ყატარის ავიახაზებმა სამ ნომინაციაში გაიმარჯვა.

ყოველწლიურ დაჯილდოებაზე Skytrax World Airline Awards, ყატარის ავიახაზები (Qatar Airways) აღიარებულ იქნა სამ ნომინაციაში. ამასთან, დაასახელეს მსოფლიოს საუკეთესო ბიზნეს კლასად ორი წლის განმავლობაში ზედიზედ. ყატარის ავიახაზები მეორე ადგილზე გავიდა წლის ავიაკომპანიის კატეგორიაში.

საერთო ჯამში, ყატარის ავიახაზები სამ ნომინაციაში დასახელდა – მსოფლიოს საუკეთესო ბიზნეს კლასი, რომელშიც მან სამჯერ გაიმარჯვა, ამასთან – ორჯერ ზედიზედ; საუკეთესო ავიახაზები შუა აღმოსავლეთში – რვაჯერ; საუკეთესო ავიახაზების ლაუნჯი – მეორედ ზედიზედ.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ჯილდოები კიდევ უფრო ამყარებენ ყატარის ავიახაზების რეპუტაციას, როგორც მსოფლიოს საუკეთესო ხუთვარსკვლავიანი გადამზიდისას.

Skytrax ცნობილია მთელს მსოფლიოში, როგორც ავიაციის ინდუსტრიის გლობალური, დამოუკიდებელი მონიტორი. 2014 World Airline Awards-ის (მსოფლიო ავიახაზების დაჯილდოება) შედეგები გამომდინარეობს მილიონობით მგზავრის კვლევის შედეგებიდან 160 სხვადასხვა ქვეყნიდან, ტურისტების ჩათვლით.