”ხრუშოვკების” დემონტაჟით დაინტერესებული ჯგუფი აგვისტოში ჩამოვა

“ხრუშოვკების” დემონტაჟითა და მათ ადგილას ახალი საცხოვრებელი კორპუსების აშენებით ჩინური საინვესტიციო ჯგუფი დაინტერესდა.

როგორც გადაცემა ”ბიზნესკონტაქტში” აღნიშნეს, ჩინური საინვესტიციო ჯგუფი საქართველოში ჩამოსვლას აგვისტოში გეგმავს. მათთან შეხვედრით კი თბილისის ახლად არჩეული მერი, დავით ნარმანიაა დაინტერესებული. ”ერთ-ერთი ჩინური ჯგუფი, რომელზეც იყო საუბარი, აგვისტოში აპირებს ჩამოსვლას და მე ძალიან დაინტერესებული ვარ ამ ჯგუფთან შეხვედრითა და საუბრით”,- აცხადებს ნარმანია.

მისივე თქმით, მთლიანად თბილის მასშტაბით არსებული მდგომარეობის ანალიზი და კონცეფციის შემუშავება მოხდება. ”ანალიზს გავაკეთებთ და განვითარების კონცეფციას დავდებთ, რომლის საფუძველზეც სიამოვნებით დავსხდებით ნებისმიერ იმ ინვესტორთან, რომელსაც რეაბილიტაციის პროცესში მონაწილეობის სურვილი აქვს”,- განმარტავს თბილისის მერი.