წყალსადენის ქუჩაზე ცეცხლის ჩაქრობა ვერ ხერხდება

თბილისში, წყალსადენის ქუჩაზე ცეცხლი ნავთობბაზის ტერიტორიას გაუჩნდა.

ხანძრის ლოკალიზება ჯერ ვერ ხერხდება. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ტერიტორიაზე ისმის აფეთქებების ხმა.

რაც შეეხება იმას, იმყოფებოდა თუ არა ვინმე ნავთობბაზის ტერიტორიაზე და არიან თუ არა დაშავებულები, ამის შესახებ ჯერ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ნავთობბაზა, რომელზეც ხანძარი გაჩნდა, კომპანია ”გალფის” საკუთრებაა. ხანძრის შესახებ განცხადებას კომპანია "გალფი" უახლოეს ხანში გააკეთებს.