სპილოების რაოდენობა კრიტიკულ ნიშნულამდე დაეცა

შავ ბაზარზე კილოგრამი სპილოს შუანის ფასი 1000 დოლარს აჭარბებს

აფრიკული სპილოების პოპულაციამ კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია. მხოლოდ 2010 წელს ბრაკონიერებმა 35 ათასი სპილო დახოცეს. მხოლოდ ბოლო ათი წლის განმავლობაში, ცენტრალური აფრიკის ქვეყნებში, სპილოების რაოდენობა 60%-ით შემცირდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, 100 წლის შემდეგ სპილოები, როგორც სახეობა, საერთოდ გადაშენდებიან.

ბოლო წლების განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა სპილოს ძვლით ვაჭრობის მოცულობა. შავ ბაზარზე კილოგრამი სპილოს შუანის ფასი 1000 დოლარს აჭარბებს.

ბრაკონიერები, როგორც წესი, ყველაზე დიდი ზომის, ზრდასრულ სპილოებს ხოცავენ, რომლებსაც გამრავლების უნარი აქვთ. შესაბამისად, ირღვევა მათი პოპულაციის იერარქია. ეკოლოგიური ორგანიზაციები მოუწოდებენ შესაბამის უწყებებს, გაამკაცრონ კონტროლი სპილოს ძვლით უკანონო ვაჭრობაზე. აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნა სპილოს ძვალზე აზიის ქვეყნებშია.

bpn