Heinz-მა ჩინეთიდან ბავშვთა კვება გამოითხოვა

ამერიკულმა საკვების მწარმოებელმა კომპანიამ ჩინეთიდან რამდენიმე პარტია ბავშვის კვება გამოითხოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას ”ბიბისი” ავრცელებს. როგორც ადგილობრივი რეგულატორები იუწყებიან, მათ Heinz -ის პროდუქციაში ტყვიის დიდი შემცველობა აღმოაჩინეს.

Heinz ბავშვთა კვების, კეტჩუპებისა და კონსერვირებული ბარდის ცნობილი მწარმოებელია. როგორც კომპანიაში იტყობინებიან, ჩინეთიდან მათ უკვე გამოითხოვეს ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვების ოთხი პარტია.