ქსოვილი, რომელიც სამხედროებთან ერთად მეწარმეებსაც დააინტერესებს

მეცნიერებმა შექმნეს კამუფლიაჟის ქსოვილი, რომელიც ფერს იცვლის.

ქსოვილი ფერს გარემოში არსებული ფერთა გამის შესაფერისად იცვლის. მსუბუქი ქსოვილი ფერს სწრაფად იცვლის და  მას რვაფეხას ადარებენ. ჯერჯერობით ქსოვილს მხოლოდ თეთრი და შავი შეფერილობის მიღება შეუძლია, მაგრამ ილინოისის უნივერსიტეტის მეცნიერები ფიქრობენ, რომ სამომავლოდ შეძლებენ ”ჯადოსნურ” ქსოვილს სხვა ფერებიც შემატონ.

მკვლევარები ფიქრობენ, რომ ასეთი თვისებების მქონე ქსოვილით მომავალში არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სხვა სამოსის მწარმოებლები და მოდელიორები დაინტერესდებიან.