"ტექნო ბუმში" ორდღიანი გრანდიოზული ფასდაკლება იწყება

კომპანია "ტექნო ბუმი" ყველა მომხმარებელს მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს და ამასთან დაკავშირებით ორდღიან ფასდაკლებას აცხადებს.

კომპანიის ინფორმაციით, 27 და 28 აგვისტოს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე 50%-მდე ფასდაკლება მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილ ყველა ბრენდულ ტექნიკას შეეხება, მათ შორის ისეთ მსოფლიო ბრენდებს, როგორიცაა: Samsung, Hitachi, Prime, Whirlpool, LG, BOSCH, WAGNER და ა.შ. გარდა ამისა, ფასდაკლების დროს, იმოქმედებს საბანკო განვადება.

ფასდაკლების მიუხედავად, თითოეული მომხმარებელი ყოველ შეძენილ ნივთზე "ტექნო ბუმის" უპრეცედენტო გათამაშების თითო ბილეთს მიიღებს.

გათამაშება 6 სექტემბერს ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში 21:45 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 10 თვის განმავლობაში მომენტალურად თამაშდება: 1000 პლანშეტური კომპიუტერი, 1000 სმარტფონი, 100 სარეცხი მანქანა, 100 გაზქურა, 100 LED ტელევიზორი, ხოლო ყოველთვიურად, "იმედის" პირდაპირ ეთერში თამაშდება: 10 ოროთახიანი ბინა თბილისში, 10 ავტომობილი Mercedes Benz-ი, ფინალურ გათამაშებაში კი სუპერ-პრიზი-ნახევარი მილიონი ლარი.

"ტექნო ბუმი" ყველა მომხმარებელს მოუწოდებს, ბილეთი შეინახონ ფინალამდე, რადგან ბილეთი თუ ვერ გათამაშდა, მთელი 10 თვის განმავლობაში დოლურაში რჩება და ამიტომ ყოველ ჯერზე ამ გრანდიოზული პრიზების მოგების შანსი იზრდება.

რაც შეეხება ორდღიან 50%-მდე ფასდაკლებას, ის "ტექნო ბუმის" ყველა მაღაზიაში ვრცელდება: როგორც თბილისში, ისე რუსთავში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმში, მარნეულში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ფოთში.