თბილისში 90 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება

მსოფლიოში ცნობილი უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდ Quadrum Property Group-ის ქართული შვილობილი კომპანია CBD Development-ი გასართობ და სავაჭრო ცენტრს აშენებს.

ამის შესახებ ”ბიზნესკონტაქტში” ისაუბრეს. East Point Tbilisi საქართველოში CBD Development-ის პირველი პროექტია. ”ბიზნესკონტაქტის” ინფორმაციით, Quadrum Property Group-ი საწყის ეტაპზე თბილისში 200 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ცენტრი პირველ მომხმარებლებს უკვე 2015 წლის გაზაფხულზე მიიღებს.

”პროექტი მოიცავს გასართობ ცენტრს, როგორც დიდებისათვის, ასევე ბავშვებისათვის, აღსანიშნავია, რომ ბავშვების გასართობი ცენტრი იქნება ყველაზე დიდი საქართველოს მასშტაბით. ასევე იქნება კინოთეატრის კომპლექსი, რომელიც მოიცავს როგორც სტანდარტულ კინოთეატრებს, ასევე IMAX-ის დარბაზს.  იქნება ასევე ჰიპერმარკეტის ქსელიც”,- აღნიშნავს CBD Development -ის მარკეტინგის დირექტორი, თეა ლობინაძე.