რუსეთის უშიშროების საბჭო ქვეყნის გლობალური ინტერნეტიდან გათიშვის შესაძლებლობას განიხილავს

რუსეთის უშიშროების საბჭო პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მონაწილეობით ქვეყნის გლობალური ინტერნეტიდან გათიშვის შესაძლებლობას განიხილავს.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. "ვედომოსტის" ინფორმაციით, ამ საკითხს რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე დღეს განიხილავენ.

როგორც გამოცემას საკუთარმა წყარომ განუცხადა, ეს იქნება დროებითი ზომა სამხედრო მოქმედებების ან რუსეთში სერიოზული საპროტესტო გამოსვლების შემთხვევაში. გარდა ამისა, უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის მთავრობა გეგმავს, განიხილოს ადმინისტრაციული დომენის სახელმწიფო ორგანიზაციაში გადაცემის საკითხი. "ვედომოსტის" წყაროს განცხადებით, ასეთი ადმინისტრატორი შესაძლოა, გახდეს რუსეთის "კავშირის ფედერალური სააგენტო".