Microsoft-ის იმპერია

80-იანი წლების ამერიკის შეერთებულ შტატებში ინფორმატიკა ინფორმაციის მართვის ინსტრუმენტად გადაიქცა.

მას შემდეგ პერსონალური კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე სრული დომინანტი Microsoft გახდა. მოგვიანებით Microsoft ამ სფეროს მონოპოლიზებაშიც კი დაადანაშაულეს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით მომხმარებელი Microsoft Windows-ის ოპერაციული სისტემის მეშვეობით იყო ინტერნეტზე ორიენტირებული. დაარსებისთანავე ბილ გეიტსის კომპანიამ მთელი ძალისხმევა პროგრამულ უზრუნველყოფაზე მიმართა და შექმნა უნივერსალური პროდუქტები Microsoft Windows და საოფისე პაკეტი Microsoft Office.

ბილ გეიტსი

ოპერაციული სისტემა Windows--ის წყალობით, ბილ გეიტსი (1955) მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად იქცა. სიმდიდრის პარალელურად გაფართოვდა მისი საქველმოქმედო საქმიანობაც. 1994 წელს, ბილ გეიტსმა დააფუძნა ”ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი”, რასაც თავისი დროის დიდ ნაწილს უთმობს.

1999 წელი: მსოფლიოში არსებული კომპიუტერების 94,39% ოპერაციული სისტემა Windows-ით სარგებლობდა.

პოლ ალენი

პოლ ალენი (1953) ბილ გეიტსთან ერთად, 1975 წლის 4 აპრილს კომპანია Microsoft-ის დაარსებაში მონაწილეობდა. მოგვიანებით, მან კომპანია დატოვა, მაგრამ ”სილიკონის ველის” მნიშვნელოვან ინვესტორად და აქციონერად დარჩა.

Windows-ის მთავარი ვერსიები:

bpnbpnbpn bpnbpn bpn bpn

Windows 1.0 da 2.0

Windows 3.0 da 3.1

Windows 95, 98, 2000 და Millennium Edition

Windows NT 3.1

Windows XP

Windows Vista

Windows 7

MS-DOS

bpn

MS-DOS დისკური საოპერაციო სისტემა 1981 წელს კომპანია Microsoft--ის მიერ კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის უმსხვილესი კორპორაცია IBM-ის მოთხოვ­ნით შეიქმნა. MS-DOS უკვე კარგად განვითარებულ სისტემებს ეფუძნებოდა.

MICROSOFT OFFICE

bpn

ეს პროგრამული საოფისე პაკეტი 1989 წელს განავითარეს. პაკეტის პირველ ვერსიას შემდეგი პროგრამები შეადგენდა: Word, Excel da PowerPoint.

INTERNET EXPLORER

bpn

ინტერნეტის აღმოცენებასთან ერთად, 1995 წელს კომპანია Microsoft-მა ბაზარზე ინტერნეტბრაუზერი ”ინტერნეტ ექსპლორერი” გამოუშვა, რომელიც Microsoft Windows-ის ყველა მოქმედი ვერსიის ინტეგრირებული კომპონენტია. აღნიშნული ფაქტის გამო, Microsoft ევროკომისიის წინაშე მონოპოლიზებაში დაადანაშაულეს, რამაც კომპანია აიძულა, მომხმარებლისთვის კიდევ სხვა ბრაუზერები შეეთავაზებინა.

საოჯახო კომპიუტერების სექტორში კომპანია Microsoft-ის უდიდეს კონკურენტად კომპანია Apple ითვლებოდა.

გაგრძელება იხილეთ Time-ის სერიის ტომში ,,მეცნიერების საუკუნე"

ამ ტომში ასევე იხილავთ:

• ამერიკის კოსმოსური სააგენტო

• ვიდეოთამაშების შემოჭრა

• ფროიდი, ქვეცნობიერის ხმა

• პრესა ამას ასე აშუქებდა: კლონირებული ცხვარი ,,დოლი"

29 სექტემბრამდე წიგნის სპეციალური ფასი 7 ლარი კვირის პალიტრასთან ერთად 8 ლარი.