3 დღეში Apple-მა 10 მილიოზე მეტი iPhone 6 და iPhone 6 Plus გაყიდა

პირველი სამი დღის განმავლობაში კომპანია Apple-მა 10 მილიოზე მეტი iPhone 6 და iPhone 6 Plus გაყიდა. ”გაყიდვებმა წელს რეკორდულ რაოდენობას მიაღწია” - ამის შესახებ ამერიკული კომპანიის პრეს-სამსახური იტყობინება.

” iPhone 6-ისა და iPhone 6 Plus-ის გაყიდვებმა ყოველგვარ მოლოდინს გააჭარბა... ტირაჟის გაზრდის შემთხვევში, ჩვენ ბევრად მეტის გაიყიდვაც შეგვეძლო” -განაცხადა Apple-ის გენერალურმა დირექტორმა ტიმ კუკმა.

ამ დროისთვის ახალი სმარტფონები უკვე იყიდება აშშ-ს, ავსტრალიის, კანადის, საფრენგეთის, გერმანიის, ჰონგ-კონგის, იაპონიის, პუერტო-რიკოს, სინგაპურისა და დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე. 26 სექტემბრიდან, გაყიდვები 20-ზე მეტ ქვეყანაში დაიწყება, ხოლო წლის დასასრულს კომპანია Apple-ის ახალი პროდუქცია უკვე 115 ქვეყანაში გავრცელდება.