Facebook-ი ფასიანი გახდება?

ვერ გვერდზე National Report, Facebook-ის შესახებ გამოქვეყნებულმა სტატიამ მთელი მსოფლიო აალაპარაკა.

სტატიის მიხედვით, სოციალური ქსელი 1 ნოემბრიდან ფასიანი ხდებოდა და ამისთვის მის მომხმარებლებს ყოველთვიურად $2.99 უნდა გადაეხადათ.

სტატიაში ვებგვერდმა მარკ ცუკერბერგის ცრუ ციტატაც მოიყვანა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, მან გადაწყვიტა Facebook ფასიანი გაეხადა, რადგან სოციალური ქსელი ვეღარ უმკლავდებოდა დანახარჯებს და რომ არა ეს სიახლე, იგი საერთოდ შეწყვეტდა არსებობას.

მოგვიანებით, როდესაც სტატიამ სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება ჰპოვა, ვებსაიტის მესვეურებმა განაცხადეს, რომ მომავალში მსგავსი სახის სიახლეებს ”სატირის” თაგით გაუშვებენ, რათა თავიდან აიცილონ შესაძლო გაუგებრობები.