უბნის მაღაზია VS სუპერმარკეტი

დახედეთ პროდუქტის გამოშვების თარიღს და მოითხოვეთ მომხმარებლის უფლებების დაცვა

ყველას გვახსოვს მძიმე 90-იანი წლები - უტრანსპორტობა, უშუქობა, პურის რიგები... სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ეზოებში პატარა მაღაზიების გამოჩენაც, რომელიც უბანს საკვებითა თუ სხვა ყოველდღიური მოხმარების პროდუქტით ამარაგებდა. ასეთი ე.წ. უბნის მაღაზიები კომფორტული იყო მათთვის, ვინც თუნდაც უტრანსპორტობის გამო, ბაზარში სიარულს ვერ ახერხებდა, ან უშუქობით გაბეზრებული მაღალი სართულიდან თოკზე გამობმული კალათით პროდუქტს სართულ-სართულ მიაკონწიალებდა.

მოგეხსენებათ, დღეს სხვა რეალობაში ვცხოვრობთ - მომხმარებლის მოთხოვნაც გაიზარდა და შესაბამისად, გაჩნდა მარკეტებისა თუ სუპერმარკეტების არსებობის აუცილებლობა. თუმცა ე.წ. უბნის მაღაზიები ჯერ კიდევ ყველა უბანშია შემორჩენილი და თავისი ხიბლი აქვს - გამყიდველი ქალი, რომელიც იცნობს მთელ უბანს, ვინ ვისი შვილია, რძალია და ა.შ. ისე გხვდება მაღაზიაში შესვლისას, თითქოს დიდი ხნის უნახავი ახლობელი ხარ. ყველას იცნობს, იცის, ვის აძლევს ნისიას და როგორ ამოიღოს ის. ასეთი მაღაზიებისთვის ნისია ის თოკია, რომლითაც მარკეტებში გამქცევ კლიენტებს იჭერენ. თუმცა მომხმარებელი უპირატესობას მაინც მარკეტებს ანიჭებს.

ჩვენ ე.წ. უბნის მაღაზიებისა და დიდი მარკეტებისადმი საზოგადოების დამოკიდებულებით დავინტერესდით. მოსახლეობის აზრი განსხვავებულია.

ლაშა: - არ მომწონს უბნის მაღაზიები, მაცივარს თავის დროზე არ რთავენ და ცივს ვერაფერს იყიდი. ჩემს ქუჩაზე ასეა...

ეთო: - უბნის მაღაზიებში თანხას პლასტიკური ბარათით ვერ ვიხდი, ხშირად არც ხურდა აქვთ... თანაც ჩემს სახლთან უკვე კარგა ხანია გახსნეს დიდი სუპერმარკეტი, სადაც ყველაფერს ვყიდულობ და რატომ შევიდე იმ პატარა მაღაზიებში.

იხილეთ სტატია სრულად