გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ სპეცტექნიკა შეიძინა

"საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ", ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, ევროპული სტანდარტების ცხრა ექსკავატორი შეიძინა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ექსკავატორები რეგიონებში გადანაწილდება და ხელს შეუწყობს წყლის და წყალარინების დროულ რეაბილიტაციას, ასევე საავარიო, აღდგენითი სამუშაოების ოპერატიულად და ხარისხიანად განხორციელებას.

მათივე ინფორმაციით, სპეცტექნიკის შეძენა საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე განხორციელდა, რომელშიც კომპანია "თეგეტა მოტორსმა" გაიმარჯვა.