ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭო დღეს სემინარს გამართავს

თემაზე "ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების/DCFTA-ს პერსპექტივები – სატარიფო და არასატარიფო ბარიერები ევროკავშირთან ვაჭრობაში" დღეს სპეციალური სემინარი გაიმართება.

სემინარს ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭო (EUGBC), ევროკავშირის დაფინანსებით აწყობს. ღონისძიება დღეს, სასტუმრო "შერატონ ბათუმში" გაიმართება. ღონისძიებაზე შედგება ვენაში 2014 წლის ნოემბერში დაგეგმილი EUGBC ბიზნესექსპოსა და ეკონომიკური ფოტო-გამოფენის პრეზენტაცია.

სემინარი მიზნად ისახავს ქართველ მწარმოებლებს მიაწოდოს ინფორმაცია ევროკავშირთან ვაჭრობის ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: სატარიფო ბარიერები; ურთიერთაღიარების შეთანხმება; ტექნიკური ბარიერები საერთაშორისო ვაჭრობაში, ევროკავშირის მოთხოვნები და საქართველოსთვის მათი მნიშვნელობა.