საინტერესო ფაქტები Google-ის შესახებ

კომპანიის დაახლოებით 1000 თანამშრომელი 2004 წელს მილიონერი გახდა

1998 წლის 7 სექტემბერს სერგეი ბრინმა და ლარი პეიჯმა ოფიციალურად დაარეგისტრირეს კომპანია Google Inc, დომენი Google.com კი 1997 წლის 15 სექტემბერს იქნა დარეგისტრირებული.

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს Google-ის შესახებ:

1. ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი პრაქტიკულად მზად იყვნენ მათ მიერ შექმნილი საძიებო სისტემა 1997 წელს 1 მილიონ დოლარად გაეყიდათ. ამისთვის მეგობრებმა კომპანია Yahoo-ს მიმართეს, თუმცა უარი მიიღეს - მათ არ სჭირდებოდათ არც Google-ის ტექნოლოგიები, არც ლიცენზია და არც კომპანიის გამოყენების უფლება. 2002 წელს კი თავად Yahoo -მ გამოთქვა Google-ის შეძენის სურვილი 3 მილიარდ დოლარად, მაგრამ ამაოდ.

2. ერთ წელიწადში Google დაახლოებით 1000 ”დუდლს” უშვებს - ფერად ნახატებს , ან ანიმაციებს, რომელიც სხვადასხვა თემატიკაზეა დამზადებული. პირველი ”დუდლი” იტყობინებოდა, რომ კომპანიის დამფუძნებლები ფესტივალზე გაემგზავრნენ და დროულად ვერ მოახერხებდნენ ტექნიკურ პრობლემებზე რეაგირებას.

3. 2010 წლიდან დაწყებული, Google ყოველ თვეში ერთ კომპანიას ყიდულობს.

4. როდესაც კომპანიის შტატმა 40 ადამიანი შეადგინა, მათ შეფ-მზარეული დაიქირავეს

5. Gmail-ის გამოყენება 50 ენაზეა შესაძლებელი.

6. კომპანიის დაახლოებით 1000 თანამშრომელი 2004 წელს მილიონერი გახდა, როდესაც Google-მა აქციების პირველი საჯარო გაყიდვა მოაწყო. გამდიდრებულებს შორის აღმოჩნდა ყოფილი მასაჟისტი, რომელიც კომპანიაში 1999 წლს მუშაობდა.

7. ღილაკი ”იღბალს მივენდობი” კომპანიას ყოველწლიურად 100 მილიონი დოლარი უჯდება, არასაკმარისი რეკლამების გამო.

8. გუგლის დამაარსებლები სერგეი ბრინი და ლარი პეიჯი კომპანიის აქციების მხოლოდ 16%-ს ფლობენ, რაც 46 მილიარდ დოლარს შეადგენს.

9. იმისათვის რომ დავითვალოთ დღეში რამდენი ადამიანი უყურებს YouTube-ზე ვიდეოს, 450 ათასი წელიწადი დაგვჭირდება.

10. Gmail 2004 წლის 1 აპრილს, სიცილის საერთაშორისო დღეს იქნა ინეტრენტსივცრეში გაშვებული.

11. სახელი Google ორთოგრაფიული შეცდომის შედეგია. შემქმნელებს უნდადთ დაერქმიათ googol ანუ მათემატიკური ტერმინი - რიცხვი, რომელიც უდრის ერთიანს ასი ნულით.