Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა დაადასტურა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი "BB-", ხოლო პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პერსპექტივის სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესება ემყარება შემდეგ ძირითად ფაქტორებს: საქართველო მტკიცედ აგრძელებს ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) თანამშრომლობით; საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო, რომელიც ასევე დადასტურებულია მსოფლიო ბანკის Doing Business-ის რეიტინგში მე-8 ადგილით; საქართველოს ეკონომიკური პროგრესი, რომელსაც ხელს უწყობს პოლიტიკური სტაბილურობა, რომლის დასტურია მესამე - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ძალაუფლების მშვიდობიანი და გამჭვირვალე გადაცემა; საქართველოს ინსტიტუციური გაძლიერება, რომელიც დადასტურებულია საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ; ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობა და ბიზნესის მხრიდან ნდობის ამაღლება; საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც, თავის მხრივ მოიცავს შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ.