ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია რეცეპტის ინსტიტუტის დანერგვაზე განცხადებას გააკეთებს

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია რეცეპტის ინსტიტუტის დანერგვასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის სახელით რეცეპტის ინსტიტუტის დანერგვასთან დაკავშირებით განცხადებას აღმასრულებელი დირექტორი ილონა კოკიაშვილი გააკეთებს. ასოციაციის წევრები არიან შპს "ავერსი ფარმა", შპს "პსპ ფარმა", სააქციო საზოგადოება "ჯი პი სი", შპს "ეი-ბი-სი ფარმაცია", შპს "სახალხო აფთიაქი", შპს "გლობალფარმი", "როტაფარმ ლიმიტედის" წარმომადგენლობა, "ვოლდ მედიცინ ლიმიტედის" წარმომადგენლობა, შპს "გეა", შპს "ფარმაცევტული სახლი +", შპს "იმპექსფარმი", შპს "მერმისი", შპს "ნიუ ჯორჯია-555", შპს "ჯია", შპს "აისი".

პრესკონფერენცია დღეს, 15:00 საათზე ჩატარდება.