სემეკი წყალმომარაგების კომპანიებს აფრთხილებს

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ წყალმომარაგების ლიცენზიატ კომპანიებს გაფრთხილება მისცა.

სემეკის ინფორმაციით, საქმე ეხება კომისიის 2009 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დოკუმენტაციების კომისიაში სრულყოფილად წარმოდგენას, რაც კომპანიებმა არ შეასრულეს. მათივე ინფორმაციით, საჯარო სხდომაზე, კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად 2013 წლის გაწეული საქმიანობების შესახებ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისათვის დამატებით 5 სამუშაო დღის ვადა განესაზღვრა: შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს", შპს "მცხეთის წყალს", შპს "რუსთავის წყალს", შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას", სს "სანატორიუმ ლიკანს", შპს "სოგურს", შპს "მარნეულის სოფლისწყალს", შპს "საჩხერის წყალკანალს", შპს "ქობულეთის წყალს", შპს "ბათუმის წყალს".

იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენენ დოკუმენტაციას კომისიაში, კომპანიები დაჯარიმდებიან 5000–5000 ლარით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.