იაპონურმა კორპორაცია "მარუბენმა", შესაძლოა, საქართველოში ინვესტიცია განახორციელოს

მსხვილმა იაპონურმა კორპორაცია "მარუბენმა", შესაძლოა, საქართველოში ინვესტიცია განახორციელოს.

აღნიშნულის სურვილი კომპანიის ხელმძღვანელმა ტერო ასადიმ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართულ შეხვედაზე გამოთქვა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი აბაშიშვილმა გაუცხადა, "მარუბენი" სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის და ტურიზმის სექტორებით დაინტერესდა.

"პრეზიდენტმა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა უმსხვილესი იაპონური კომპანიების ხელმძღვანელობასთან. ერთ-ერთი საინტერესო შეხვედრა შედგა"მარუბენის" პრეზიდენტთან, რომელმაც დაინტერესება გამოხატა რამდენიმე სფეროსთან დაკავშირებით, რომელშიც კომპანიამ, შესაძლოა, საქართველოში ინვესტიციები განახორციელოს. მათ შორის ეს შეეხება სოფლის მეურნეობის სფეროს, ენერგეტიკის სფეროს, ტურიზმის სფეროს და "მარუბენისთვის" ნაცნობ თემას - სპეციალური ეკონომიკური ზონის ფარგლებში პოტენციურ მონაწილეობას და აღნიშნული თემის განხილვას მომავალში საქართველოს მთავრობასთან”,- განაცხადა აბაშიშვილმა.

გარდა ამისა, ტოკიოში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბიზნესორგანიზაცია Keizal Doyukai-ს წარმომადგენლებსაც შეხვდა, რომელსაც დელეგაციის შემადგენლობაში მყოფი ქართველი ბიზნესმენებიც ესწრებოდნენ.