ბიზნესის ეროვნული ჯილდოს ერთ-ერთი მფლობელი "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" გახდა

ბიზნეს ეროვნული ჯილდოს ერთ-ერთი მფლობელი "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" გახდა.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით,  ნომინაციაში - "საინვესტიციო მიმზიდველობა, ეფექტიანი მენეჯმენტი, ახალი სამუშაო ადგილები და სოციალური პასუხისმგებლობა" - გამარჯვებული თბილისის წყალგამანაწილებელი კომპანია და მისი გენერალური დირექტორი გიორგი გაჩეჩილაძე გახდა.

მათივე ინფორმაციით, 2013 წლის მანძილზე, ბიზნესსექტორში შეტანილი წვლილისთვის, სპეციალური პრიზი და სიგელი "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წარმომადგენელს გუშინ საღამოს, წარმატებული ბიზნესკომპანიების რიგით XV ბიზნესდაჯილდოვების ცერემონიალზე გადაეცა.